Monday, April 18, 2016

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგის ეს დღე იყო ძალიან სახალისო, დავამთავრე  პროექტზე მუშაობა, მიხარია
რომ სამუშაოს თავი მარტივად გავართვი. ტრენინიგი იყო საინტერესო და ბევრის მომცემი,  საინტერესო სიახლეები მინდა რომ ჩემს პრაქტიკაში დავნერგო.

Saturday, April 16, 2016

ტრენინგის მერვე დღე

ვისწავლე,  როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს, მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში,როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკს გასაუმჯობესებლად.თვალი გადავავლე ჩემს ნამუშევრებს და გამოვაქვეყნე.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

Monday, April 11, 2016

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღეს,  გავეცანით დიფერენცირებულ სწავლას, როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებები, როგორ მოვამზადოთ და შევქმნათ რესურსები მოსწავლეთა წარმატების ხელშეწყობის მიზნით.

Monday, April 4, 2016

ტრენინგის მეხუთე დღე

დღევანდელი ტრენინგის მიზანი იყო გაგვეგო, თუ როგორ გამოვიყენო ინტერნეტი სწავლის/სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლა და როგორ უზრუნველვყო ინტერნეტის ადეკვატურად და პასუხისმგებლობით გამოყენება?
ტრენერის დახმარებით შევძელი და გამოვაქვეყნე პორტფოლიოს პრეზენტაცია ჩემს ბლოგზე. 

სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია

Saturday, April 2, 2016

ტრენინცის მეოთხე დღე


ტრენინგი იყო  ძალიან საინტერესო და დატვირთული.  ვისწავლეთ  სასწავლო პროექტის  პრეზენტაციის მომზადება და მიმართულების მომცემი საკვანძო კითხვების დასმა.